"სამწუხაროდ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემოკრატია საქართველოში დასრულებულია და საქართველო ხდება წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი", - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკო მიჰკელსონმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა. ამავე ინტერვიუში მიჰკელსონმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები მისთვის მოულოდნელი იყო.
ვინ არის ესტონელი პოლიტიკოსი და რა სკანდალს უკავშირდება მისი სახელი. რას წერდა 2022 წელს მედია მის შესახებ და რატომ უკავშირდება მისი სახელი ბავშვისთვის გადაღებულ არაეთიკურ ფოტოებს?
მარკო მიჰკელსონი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უკვე მეორედ ხელმძღვანელობს. მანამდე მან ეს თანამდებობა სკანდალის გამო დატოვა. 2022 წელს მარკო მიჰკელსონი ბავშვთა არაეთიკური ფოტოების გადაღებაში დაადანაშუალეს. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან შიშველ ბავშვს ფოტოები გადაუღო. თავად საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ინფორმაციას შანტაჟს და მუქარას უწოდებდა, რაც მისივე თქმით, მასთან დაკავშირებულ აქამდე არსებულ სამეურვეო დავას უკავშირდებოდა.
"მარკო მიჰკელსონი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას ავრცელებს" - ამ სათაურით გამოქვეყნდა სტატია გამოცემა Postimees-ში, სადაც წერია, რომ პოლიტიკოსი თანამდებობას მის გარშემო ატეხილი სკანდალის გამო ტოვებდა.
2022 წელს, Postimees-ის ონლაინ გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ მიჰკელსონმა გადაიღო თავისი აღსაზრდელების საეჭვო სურათები და მედიის ინტერესი ამ საკითხის მიმართ თავისი პოლიტიკური აქტივობის მიმართ არსებული ინტერესით გაამართლა.
მიჰკელსონის თქმით, სტატიის გამოქვეყნება სამეურვეო დავასთან იყო დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოები წინასწარ იქნა გამოკვლეული სპეციალისტების მიერ, და ისინი თვლიდნენ, რომ ფოტოები არაეთიკური იყო, ვერ ხედავდნენ მათში შეურაცხყოფას ან რაიმე ისეთ ფაქტს, რაც საფუძველი იქნებოდა პროცედურის დასაწყებად. გამოცემა Eesti Päevaleht-მა ასევე დაწერა, რომ ხელისუფლებამ არ დაადგინა, რომ სურათები ბავშვთა პორნოგრაფიას წარმოადგენდა და პროცესი შეწყდა. როგორც გაზეთი იტყობინება, სასამართლო დაეთანხმა პოლიციასა და პროკურატურას, რომ მიჰკელსონი მოქმედებდა ეთიკურად მიუღებელი და გაუმართლებელი გზით და იმ სიტუაციებში, როდესაც ბავშვმა არ იცის, რომ შიშველი სურათები გადაიღეს, საჭიროა ბავშვის სხეულის ხელშეუხებლობის პრინციპის დაცვა. მაგრამ სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მიჰკელსონმა გააცნობიერა მის მიმართ წაყენებული პრეტენზიები და ბოდიში მოიხადა. გამოცემა "ნიუს. ერ"-ი კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს სათაურით: მარკო მიკჰელსონმა ბავშვს უხამსი ფოტოები გადაუღო. სტატიაში ვკითხულობთ, რომ მიჰკელსონის სკანდალმა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ბავშვებს.
იგივე სააგენტოში მოგვიანებით გამოქვეყნდა იუსტიციის კანცლერის იულე მადისის კომენტარი, სადაც წერს, რომ ბოლოდროინდელმა ფოტოსკანდალმა რეფორმის დეპუტატ მარკო მიჰკელსონთან დაკავშირებით როგორც მედიაში, ასევე სოციალურ მედიაში გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ბავშვებს. მისი თქმით, ბავშვების ინტერესების დამაზიანებელი მასალები უნდა წაიშალოს. "ჩვენი პასუხისმგებლობაა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მათ კიდევ უფრო მეტი ზიანი არ მიადგეთ", - განაცხადა მედისმა.
მიჰკელსონმა პოლიციას ჩვენება მისცა ფოტოების შესახებ 2020 წელს. პოლიციას სისხლის სამართლის საქმე არ აღუძრავს, მაგრამ ასეთ ფოტოებს "ეთიკურად მიუღებელი" უწოდა.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე და ჩემს ოჯახზე საჯარო თავდასხმები არის უსამართლო და ამაზრზენი, მე გადავწყვიტე გადავდგე კომისიის თავმჯდომარის პოსტიდან. მე არ ვაპირებ უარი ვთქვა ესტონეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში მონაწილეობაზე და მომავალი წლის არჩევნებზე ვიყრი კენჭს პარლამენტში", - დაწერა მიჰკელსონმა სოციალურ ქსელში https://politicallore.com/estonian-politician-resigns-over-child-photo-scandal/32941
რეფორმის პარტიის დეპუტატმა მარკო მიჰკელსონმა, რომელიც სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან ბავშვების არასათანადო ფოტოები გადაიღო, გადაწყვიტა გადამდგარიყო ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან.