20 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციების დროს, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა.  

მათივე ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას აქტიურ რეჟიმში ატარებს.

დღის ამბები