08 ოქტომბერი 2024,   21:24
ვრცლად
სირიის კრიზისზე აშშ-მა, რუსეთმა, საუდის არაბეთმა და თურქეთმა ვენაში იმსჯელეს

ვენაში სირიის კრიზისთან დაკავშირებით შეერთებული შტატების, რუსეთის, საუდის არაბეთისა და თურქეთის წარმომადგენლების შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა.

მოლაპარაკების შემდეგ სერგეი ლავროვმა აღიარა, რომ მისი კოლეგები სირიის საჰაერო სივრცეში სამხედროების კოორდინირებულ მოქმედებას არ თანხმდებიან. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე უარყო მედიით გავრცელებული ცნობა, თითქოს შეხვედრაზე სირიის ლიდერის გადადგომის საკითხსაც განიხილავდნენ.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით კი, ერთადერთი უთანხმოება, რომელიც სირიის კრიზისის დარეგულირებას უშლის ხელს, სწორედ ბაშარ ასადის მიერ პოსტის დატოვებას შეეხება.

მოლაპარაკებებს კონსტრუქციული უწოდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. ჯონ კერის თქმით, კრიზისის პოლიტიკური გზებით მოგვარებაზე მხარეები მომავალ კვირასაც იმსჯელებენ.

დღის ამბები