08 ოქტომბერი 2024,   21:16
ვრცლად
ბიზნესმენი ამირან გიორგაძე გარდაცვლილი იპოვეს

რუსმა სამართალდამცველებმა ამირან გიორგაძე გარდაცვლილი იპოვეს. ძებნის ხუთდღიანი ოპერაციის შემდეგ 4 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბიზნესმენის ცხედარი, სოფელ ტიმოშკინოში ადგილობრივმა ერთერთ კოტეჯში აღმოაჩინა.

მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქოდა. გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ამირან გიორგაძემ თავი იმავე დღეს მოიკლა, როდესაც საკუთარი პარტნიორები მოკლა. დანაშაული მან 19 ოქტომბერს ჩაიდინა.

გიორგაძემ კრასნოგორის რაიონის ხელმძღვანელის პირველი მოადგილეს საკუთარ კაბინეტში გაუხსნა ცეცხლი, რის შემდეგაც შემთხვევით მოწმეს ესროლა, მოგვიანებით კი ბიზნესპარტნიორიც მოკლა.

კოტეჯში, სადაც გიორგაძის ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო ჯგუფი ამ დრომდე მუშობს. ცნობილია, რომ პოლიციამ ადგილზე რამდენიმე სახის ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინა.

დღის ამბები