22 ნოემბერი 2024,   18:01
ვრცლად
"კადრებში ჩანს, რომ ის კი არ მისდევს, არამედ პირიქით, გარბის მათგან და უბრალოდ ჯოხს იქნევს" - აქციის დაკავებული მონაწილის მეგობარი

"პროკურატურამ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ აქციის მონაწილეს ბრალი წარუდგინა 20 წლის მათე დევიძე დიღმის მთავარ სამმართველოში ადვოკატმა რამდენიმე საათის წინ მოინახულა, თუმცა დაცვის მხარე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

"კურიერი" გაესაუბრა დაკავებულის მეგობრებს, რომლებიც აცხადებენ, რომ მათე დევიძე უდანაშაულოა.

დაკავებულის მეგობარი: "იქ ვიყავი. ჯოხი მათეს არავისთვის არ ჩაურტყამს, უბრალოდ თავდაცვის მიზნით, როდესაც პოლიციელები გამოვიდნენ, ინსტინქტურად გაუქნია ჯოხი და მხოლოდ და მხოლოდ ეს იყო. ეს ბრალდებაც იმდენად შეთითხნილია, რომ სასაცილოდაც არ მყოფნის."

დაკავებულის მეგობარი: "კადრებში ძალიან ცალსახად ჩანს, რომ ის კი არ მისდევს, არამედ პირიქით - გარბის მათგან და უბრალოდ ჯოხს იქნევს. მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო გამოიტანს დამაკმაყოფილებელ განაჩენს და გაათავისუფლებს სასამართლოდან."

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის დროს, ბრალდებულმა სამ პოლიციელს ხის ჯოხით დაზიანებები მიაყენა. პოლიციამ ის გუშინ დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. უწყებამ დღესვე ფაქტის ამსახველი კადრები გაავრცელა.

დღის ამბები