08 ოქტომბერი 2024,   21:18
ვრცლად
მექსიკას პლანეტის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი "პატრიცია" დაატყდა თავს

მექსიკას პლანეტის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი პატრიცია დაატყდა თავს. მეხუთე კატეგორიის შტორმისთვის ქვეყნის ხელისუფლებამ საგანგებო ზომები წინასწარ მიიღო.

სამ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, განხორციელდა ათასობით ადამიანის ევაკუაციაც, რამაც ზარალის მნიშვნელოვნად შემცირება განაპირობა. მეტეოროლოგების ცნობით, სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 325 კილომეტრს აღწევდა.

მექსიკის პრეზიდენტის განცხადებით, ქარიშხალი ამ დროისთვის შედარებით შესუსტდა. თუმცა, დაზარალებულ რეგიონებში გადაუღებელი წვიმის გამო, წყალდიდობისა და მეწყერის სერიოზული საფრთხე არსებობს.

დღის ამბები