08 ოქტომბერი 2024,   21:20
ვრცლად
სტიქია საბერძნეთში - კუნძული ჰიდრა მთლიანად დაიტბორა

საბერძნეთი სტიქიამ დააზარალა. გადაუღებელ წვიმას კუნძულ ჰიდრაზე ძლიერი წყალდიდობა მოჰყვა. პოპულარული კურორტი მთლიანად დაიტბორა. წყლის ძლიერმა ნაკადმა საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები, კაფე-ბარები და მაღაზიები დააზარალა. მნიშვნელოვნად დაზიანდა ადგილობრივი ნავსადგურიც.

ზოგიერთ რაიონში ღვარცოფიც ჩამოწვა. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. კურორტის მერმა ადგილობრივი მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია და კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სტიქიით დაზარალებულ ზონაში აღდგენითი სამუშაოები წყლის დონის დაწევის შემდეგ დაიწყება.

დღის ამბები