08 ოქტომბერი 2024,   21:17
ვრცლად
კონეკტიკუტის შტატში 17 სკოლა დაიხურა - აშშ-ს ხელისუფლება ტერაქტების მოლოდინშია

ტერაქტების საფრთხის გამო შეერთებულ შტატებში სასწავლო პროცესი შეწყდა. კონეკტიკუტის შტატის ქალაქ ფერფილდში 17 სასწავლებელი დაიხურა. ამ ზომებს უსაფრთხოების სამსახურმა მას შემდეგ მიმართა, რაც სამ სკოლაში ანონიმური შეტყობინება შევიდა მოსალოდნელი თავდასხმებისა და ტერაქტების შესახებ.

პოლიციის ინფორმაციით, დაუდგენელმა მამაკაცმა ერთერთ სკოლაში დარეკა და განაცხადა, რომ საკუთარი შეყვარებული მოკლა, ჰყავს მძევლები და ხელნაკეთი ბომბები აქვს, ამ ზარიდან რამდენიმე წუთში აფეთქებების მუქარის შემცველი ზარები კიდევ ორ სკოლაში შევიდა. უსაფრთხოების სამსახური ანონიმური ზარის ავტორის დადგენას ცდილობს.

მედიის ცნობით, სამართალდამცველებს ეჭვმიტანილი უკვე ჰყავთ.

დღის ამბები