08 ოქტომბერი 2024,   21:19
ვრცლად
79 მილიარდ 700 მილიონი - ზარას დამფუძნებელი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად დასახელდა

ზარას ბრენდის დამფუძნებელი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად დასახელდა. გავლენიანმა ჟურნალმა ფორბსმა უმდიდრესი ადამიანების ახალი ყოველდღიური რეიტინგი გამოაქვეყნა.

ფორბსის ცნობით, 24 საათის განმავლობაში, ესპანელი მეწარმეს შემოსავალი სამი მილიარდ 900 მილიონი დოლარით გაიზარდა და მთლიანობაში 79 მილიარდ 700 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ მონაცემებით ამანსიო ორტეგას შემოსავალმა ბილ გეითსის ქონებას გადააჭარბა, რომლის ქონებაც 23 ოქტომბრის მონაცემებით 78 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მიუხედავად ამისა, ყოველწლიურ რეიტინგში ზარას დამფუძნებელი მეოთხე ადგილს იკავებს. უმდიდრესი ადამიანების სიის პირველ და მეორე პოზიციებს კი 2015 წლის მონაცემებით ისევ ბილ გეითსი და უორენ ბაფეტი ინაწილებენ.

დღის ამბები