რა იქნება ოპოზიციის შემდეგი ნაბიჯი - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ცრუ ბრალდებები ვერ გახდება რაიმე სტრატეგიის საფუძველი.
“გეგმასთან დაკავშირებით საუბარი - ეს გახლავთ რაღაც ქიმერის გარშემო მსჯელობა. ვერ იქნება ვერანაირი გეგმა, როდესაც საკითხი ეხება არარსებული რეალობის რეალობად წარმოჩენას. როდესაც არჩევნები არ გაყალბებულა, როდესაც არჩევნები ელემენტარულად ვერ გაყალბდება, ვერც წარმოადგინეს რეალური ვერც ერთი ვერსია. გამომდინარე აქედან, როდესაც ტყუილზე და ქვიშაზე აშენებ შენ რაღაცა გეგმას, ის ვერასდროს ვერ იქცევა სამოქმედო რეალურ გეგმად.
ნიკა გვარამია თუ წაიკითხავს რევოლუციის ერთ-ერთი კლასიკოსის ლენინის შეფასებას, როდის ხდება ხოლმე რევოლუცია, მისი განცხადებები კიდევ უფრო დაახლოებული იქნება რაღაც გარკვეული ისტორიული პროცესების. ადრე რომ ეკითხა ასეთი საკითხები, მათ შორის ლენინის ტომეულები, შეიძლება დღეს უფრო სახარბიელო მდგომარეობაში ყოფილიყო,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ქადაგიშვილი.