28 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
"2030 წელს ვიქნებით ყველაზე მომზადებული ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის" - ლევან მაჭავარიანი

"მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ" – ამ სახელწოდებით სამთავრობო პროგრამასა და ახალ მთავრობას პარლამენტი დღეს ნდობას გამოუცხადებს.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სამთავრობო პროგრამა ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაზეა ორიენტირებული და ერთხმად დამტკიცდება.

"წინა დღეებში ჩვენ ვიხილეთ მინისტრობის კანდიდატები, რომლებიც მოხსენებით წარდგნენ კომიტეტების წინაშე. დღეს ბატონი პრემიერი წარდგება თავისი პროგრამით. ჩვენთვის აქ სიურპრიზი არაფერი არაა. ჩვენ, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობა, ამ პროგრამას უკვე კარგად ვიცნობთ. მთავარი ამოცანაა, რომ 2028 წლისთვის სიღარიბე და უმუშევრობა 4%-ზე ქვევით იყოს. ჩვენ ამის ძალიან მყარი საფუძველი გვაქვს. ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი გზით გამთლიანება. ასევე, 2030 წელს ვიქნებით ყველაზე მომზადებული ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის", - აცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები