"ჩვენ ნუ გვემუქრებიან ამ მანდატების დათმობით, რადგან ჩვენ, ბოლო წლების განმავლობაში, მათი რადიკალიზმიდან გამომდინარე, ისედაც ოპოზიციის გარეშე ვმუშაობთ პარლამენტში, სამწუხაროდ", - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა ნინო წილოსანმა ოპოზიციასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისივე თქმით, კანონში გაწერილია, რომ მანდატების დათმობის საკითხის გადაწყვეტა 76 დეპუტატს შეუძლია, შესაბამისად, ამას "ქართული ოცნება" გადაწყვეტს.
"პოლიტიკური სტაბილურობიდან გამომდინარე, კანონში გაწერილია, რომ მანდატების დათმობის საკითხს წყვეტს 76 დეპუტატი, შესაბამისად, "ქართული ოცნება". შესაბამისად, მათი ეს ფეხის ბაკუნი შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს მოაჩვენონ სერიოზულ ნაბიჯებად", - აცხადებს ნინო წილოსანი.