08 ოქტომბერი 2024,   20:45
ვრცლად
სირიაში ალ ქაიდას მოკავშირე დაჯგუფების ლიდერი მოკლეს

სირიაში ალ ქაიდას მოკავშირე დაჯგუფების ჯებჰატ ან–ნუსრას ლიდერი მოკლეს. გავრცელებული ცნობით, აბუ სულეიმან ალ მასრი ალეპოს რეგიონში სირიის სამთავრობო ძალებთან დაპირისპირებას ემსხვერპლა, თუმცა კონკრეტულად რა ვითარებაში დაიღუპა ის უცნობია. ლიდერის გარდაცვალებას თავად დაჯგუფების წევრებიც ადასტურებენ. დაჯგუფება ჯებჰატ ან ნუსრა 2011 წელს დაფუძნდა და მისი წევრები სირიის ლიდერის, ბაშარ ასადის რეჟიმის დასამხობად იბრძვიან.

დღის ამბები