04 დეკემბერი 2024,   22:25
ვრცლად
29-30 ნოემბრის აქციისას დაკავებულებს თბილისის მთავარ სამმართველოში სახალხო დამცველი ხვდება

29-30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას დაკავებულებს დედაქალაქის მთავარ სამმართველოში ომბუდსმენი ხვდება. ლევან იოსელიანს შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. დაკავებული და დაშავებული პირები ადვოკატებმა უკვე მოინახულეს.

ცნობისთვის, 28-30 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, საერთო ჯამში, 150 პირი, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებით დააკავეს. ამასთან, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებითაც მიმდინარეობს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ასევე გამოძიება დაწყებულია სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.

დღის ამბები