02 დეკემბერი 2024,   11:32
ვრცლად
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე "რუსთავი 2-ის" ოპერატორი დაშავდა - მას ფეხში პიროტექნიკა მოხვდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე "რუსთავი 2-ის" ოპერატორი დაშავდა. ოპერატორ თორნიკე ლობჟანიძეს პიროტექნიკა ფეხის არეში მოხვდა, რის გამოც მისი მუშაობის პროცესი შეფერხდა.

ამ ეტაპზე, თორნიკე ლობჟანიძე თავს კარგად გრძნობს და მუშაობას განაგრძობს.

დღის ამბები