საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აფრთხილებენ, რომ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლწესრიგის აღსადგენად.
ამ ეტაპზე, სამართალდამცველები დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ კაფსულებს იყენებენ.
აქციის მონაწილეები, ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შემორჩენილნი. გაფრთხილების მიუხედავად, ისინი დაშლას არ აპირებენ, პერიოდულად მათი მხრიდან ხდება პიროტექნიკის გამოყენება.