02 დეკემბერი 2024,   21:47
ვრცლად
"წარმოუდგენელია, როგორ ცდილობენ ადამიანები რომანტიზება მოახდინონ აქციაზე ადამიანის გარდაცვალების" - არჩილ გორდულაძე

მმართველი გუნდი, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში, აქციის მონაწილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც დემონსტრანტი მსხვერპლზე საუბრობს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მსგავსი მოწოდებები მათ არაერთხელ მოუსმენიათ და უნახავთ, მათ შორის, სოციალურ ქსელშიც.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრი არჩილ გორდულაძე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ რადიკალური ნაბიჯებისგან და დაიცვან კანონი იმისთვის, რომ პროტესტი სამართლებრივ ჩარჩოს არ გაცდეს.

"წარმოუდგენელია, როგორ ცდილობენ ადამიანები რომანტიზება მოახდინონ აქციაზე ადამიანის გარდაცვალების. მანამდე ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ადამიანები როგორ ითხოვდნენ ადამიანები, რომ კარგი იქნებოდა თურმე, რომ ადამიანი გარდაცვლილიყო. 

ვისაც გადატრიალება უნდა, გადატრიალდეს იქ, სადაც თვითონ უნდა, მაგრამ ქვეყანას თავი დაანებონ. ვისაც რა უნდა ის განცხადება გააკეთოს, მაგრამ თავი დაანებონ მუქარებს ადამიანების სიცოცხლის მოსპობაზე და თავი დაანებონ ქვეყანას," - აცხადებს გორდულაძე.

დღის ამბები