08 ოქტომბერი 2024,   21:20
ვრცლად
პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა

პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა. წინასწარი შედეგების თანახმად, კონსერვატიულმა პარტიამ, კანონი და სამართლიანობა, რომელსაც იაროსლავ კაჩინსკი ხელმძღვანელობს, ხმების 39 პროცენტზე მეტი მოაგროვა, მმართველ გუნდს, სამოქალაქო პლატფორმას, კი ამომრჩევლის მხოლოდ 23 პროცენტი მიემხრო.

არჩევნებში მისი პარტიის დამარცხება პოლონეთის პრემიერმინისტრმა ოფიციალურად აღიარა.

თუ არჩევნების საბოლოო შედეგები უცვლელი დარჩა, კონსერვატორები საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას მოიპოვებენ და 1989 წლის შემდეგ პირველად, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებასაც შეძლებენ.

თუმცა აღსანიშნავია, რომ პარტიის ლიდერს იაროსლავ კაჩინსკის პრემიერის პოსტზე მისი კანდიდატურა არ წამოუყენებია. 

დღის ამბები