16 აგვისტო 2026,   10:09
ვრცლად
ნანა მალაშხიას გზის გადაკეტვისთვის 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

გზის გადაკეტვის ეპიზოდზე "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრის, ნანა მალაშხიას საქმის განხილვა დასრულდა. მას სასამართლომ 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

"რა თქმა უნდა, ეს არის სრული აბსურდი და სამართლებრივი ნონსენსი, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, ხოლო ჩვენი მხრიდან ჩადებული იქნება ვიდეომტკიცებულება სწორედ დღეს, რომელიც მიუთითებს, თუ რამდენი ათასი ადამიანი
იყო გზის გადაკეტვის პროცესში ადგილზე," - აცხადებს ნანა მალაშხიას ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 300-ზე მეტ პირს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. სასამართლო სხდომები მთელი დღის განმავლობაში არის დაგეგმილი.

დღის ამბები