26 დეკემბერი 2024,   14:47
ვრცლად
სანქციების დაწესება და საყოველთაო დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება - ოპოზიცია ამ ორი მექანიზმის ამუშავების აუცილებლობაზე საუბრობს

პარტნიორების მხრიდან სანქციების დაწესება და საყოველთაო დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება - ოპოზიცია პროტესტის მერვე დღეს ამ ორი მექანიზმის ამუშავების აუცილებლობაზე საუბრობს. ბარიერგადალახულ პარტიებში ამბობენ, რომ კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ აქვთ და ეს საზოგადოების დაკვეთაზეა დამოკიდებული, თუმცა ამ ორი ბერკეტის ამოქმედება მნიშვნელოვანია. დღეს დაანონსდა ერთობლივი საინფორმაციო ცენტრის შექმნაც და ითქვა, რომ სწორედ ამ ცენტრის მეშვეობით მოახდენენ ყოველდღიურ რეჟიმში საზოგადოების ინფორმირებას.

ოპოზიციის მოწოდებები პრემიერ-მინისტრის შეფასებით ”სასოწარკვეთილი გზავნილებია”. ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა პოლიტიკური ძალების ინტერესებზე და თქვა, რომ მათი მიზანი თბილისში პროცესების უკრაინული მაიდნის სტილში განვითარება იყო, თუმცა ეს მცდელობა მორიგ ჯერზე ჩავარდა.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, მათ გეგმებში ცვლილებებს ვერაფერი შეიტანს და პროტესტი გაგრძელდება. თუმცა ამავე დროს სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმას და მტკიცებულებების მობილიზების შემდეგ საერთაშორისო დონეზე სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყებას აანონსებენ. მმართველ პარტიაში ოპოზიცია ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს.

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ ეს ლიბერალურ ფაშიზმის მეთოდებით საქართველოში ვერავინ იმოქმედებს და ამ მიდგომის დასასრული იწყება. ირაკლი კობახიძის თქმითვე ლიბერალურ ფაშიზმთან ერთად ქვეყანაში უნდა წერტილი უნდა დაესვას კოჰაბიტაციის ნებისმიერ გამოვლინებასაც.

სახელისუფლებო პარტია ოპონენტებს სახელმწიფოს ინტერესებით მოქმედებისკენ მოუწოდებს და ურჩევს მათი ნებისმიერი ქმედება კანონის ჩარჩოს არ გასცდეს.

დღის ამბები