26 დეკემბერი 2024,   14:12
ვრცლად
აქციის ერთ-ერთი მონაწილე სპეცრაზმის მიმართულებით სხვადასხვა ნივთებს ისვრის - გამოიყენეს პიროტექნიკაც

სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, რომლებიც პარლამენტის კედლის მიღმა, რკინის კონსტრუქციასთან არიან გამაგრებულები, აქციის ერთ-ერთი მონაწილე სხვადასხვა ნივთებს ესვრის. თუმცა ამ ეტაპისთვის, საპოლიციო ძალების წარმომადგენლებს დამატებითი ზომისთვის არ მიუმართავთ.

ასევე, დემონსტრანტებმა ახლახან პიროტექნიკა გამოიყენეს და საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით ისროლეს.

რაც შეეხება არსებულ ვითარებას, საპროტესტო აქციაზე ვითარება ჯერჯერობით, განსაკუთრებულად არ შეცლილა. პერიოდულად ისმის შეძახილები. ასევე, მომიტინგეები იყენებენ ლაზერებს, რომელსაც ანათებენ პარლამენტის შენობას.

დღის ამბები