უმრავლესობის ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, დაუმორჩილებლობისა და გაფიცვის გამოცხადება პროცესების დასასრულის დასაწყისია.
"დაუმორჩილებლობა და გაფიცვა ნიშნავს, რომ დაასრულე პროცესები. როცა მასშტაბური არ არის შენი მღელვარება, მერე გადადიხარ კარვებზე, დაუმორჩილებლობაზე და ა.შ. მასშტაბური ვერ გახდება, იმიტომ ვერ გახდება, რომ მასშტაბური მხარდაჭერა ვერასდროს ვერ ექნება კაცების გათხოვების დაკანონებას, ვერასდროს ვერ ექნება ტრადიციების გაუქმებას, ამიტომაც არის, რომ შეიკრიბნენ და თავის თავს აიმედებენ იმით, რომ ვიღაცას არ დაემორჩილებიან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის დასასრულის დასაწყისი", - განაცხადა გურამ მაჭავარიანმა.
ფრაქცია "ქართული ოცნების" აპარატის უფროსის, ავთანდილ კუნჭულიას განცხადებით, ბოლო ორმა ღამემ და სხვადასხვა პარტიებიდან და ოფისებიდან ამოღებულმა ინვენტარმა, ნათლად დაანახა საზოგადოებას ვინ იდგა ძალადობრივი აქციების უკან.
"რაც აღარ არსებობს ის პარტიული ოფისები, რომლებიც ამარაგებდნენ, რომლებიც იყო წყარო ძალადობრივი ინსტრუმენტებისა, რომელსაც მოქალაქეები იყენებდნენ აქციებზე, აღარ არსებობს. აღარ არსებობს პიროტექნიკა, ის ქვები, რომლებსაც აწვდიდნენ, შესაბამისად ვიხილეთ, რომ აქცია, ბოლო დღეებში, შედარებით მშვიდად მიმდინარეობს", - განაცხადა ავთანდილ კუნჭულიამ.