საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა პირებმა, გასული ღამე, დროებითი მოთავსების იზოლატორში გაატარეს, მათ შორის უკრაინის ერთი მოქალაქეა.
მისი აყვანა თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოხდა. საკუთარ სახლში დააკავეს ასევე მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე.
მუსიკისა და დრამის თეატრის ახალგაზრდა მსახიობს ბრალდებას ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. ის იზოლატორში გვიან ღამით ადვოკატმა მოინახულა.