26 დეკემბერი 2024,   14:21
ვრცლად
"უნდა განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები საქართველოში ძირითადი უფლებების დასაცავად" -  ჯიმ რიში

"უნდა განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები საქართველოში ძირითადი უფლებების დასაცავად", - ამის შესახებ სენატორი რიში და შაჰინი აცხადებენ.

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სენატორ ბენ კარდინის თავმჯდომარეობით ბოლო მოსმენა გაიმართა, რომელიც "მაგნიტსკის გლობალური აქტის" აღსრულებას შეეხებოდა.

სენატორებმა რიშმა და შაჰინმა საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე ისაუბრეს.

"გასული კვირის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ სასტიკად ჩაახშო პროევროპული დემონსტრაციები. ჩვენ უნდა განვიხილოთ, თუ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები საქართველოში ძირითადი უფლებების დასაცავად და ისეთი გარემოს შესანარჩუნებლად, სადაც მოქალაქეებს თავისუფლად და სამართლიანად შეეძლებათ, საკუთარი მომავლის განსაზღვრა. მინდა, მადლობა გადავუხადო სენატორ შაჰინს საქართველოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის ორგანიზებისთვის. საუბარი ინფორმატიული იყო და იმედი მაქვს, შევძლებთ ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესის მიღწევას", - განაცხადა ჯიმ რიშმა.

 

დღის ამბები