"საქართველოს პრეზიდენტმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინტერვიუ საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა. კითხვაზე - უნდა დაელოდოს თუ არა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს", - სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ კრიზისი არაფერს არ ელოდება.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ხალხი გამოსულია ქუჩაში და ქვეყანაში უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. მისივე განცხადებით, ეს არის ერთადერთი დემოკრატიული პოლიტიკური გზა.
"უნდა დაინიშნოს არჩევნები. ეუთო/ოდირი დამთავრებულია, უკვე არის კრიზისი, კრიზისი არ ელოდება არაფერს. ხალხი გამოსულია ქუჩაში და არ არის აღიარებული ეს არჩევნები ხალხის მიერ. პოლიტიკური ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, გვინდა არ გვინდა, კრიზისია," - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.