"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე განცხადებას აკეთებს. მოძრაობის წევრები გადატრიალების მცდელობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამ სცენარისთვის მზადება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.
"ნეიტრალური საქართველო" აცხადებს, რომ წინასწარ დაგეგმილ პროცესში ჩართულები იყვნენ ოპოზიცია, ენჯეოები, პრეზიდენტი და საერთაშორისო აქტორები.
"საქართველოში ძალადობრივი გადატრიალების მორიგი 7 დღიანი ფაზა წარუმატებლად დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ერთგვარი ვა-ბანკი, როგორც ქვეყანაში მოქმედი აგენტურული ქსელის, ასევე მათი პატრონების მხრიდან.
ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შედეგად, უკვე დაწყებულია ძალაუფლების გადაბარების პროცესი. დემოკრატების ადმინისტრაცია და მათი მმართველი ძალები ცდილობენ მაქსიმალურად რთული მემკვიდრეობა დაუტოვონ ახალ ადმინისტრაციას. ამაზე მეტყველებს ე.წ. დიფსთეითის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფიგურის, ვიქტორია ნულანდის დანიშვნა ეროვნული დემოკრატიის ფონდის, ანუ "ნედის" დირექტორთა საბჭოში. სწორედ აღნიშნული ფონდის მიერ დაფინანსებული პარტიის, "დროას" ოფისში აღმოაჩინეს სამართალდამცავებმა აქციებზე ძალადობრივი ქმედებებისთვის განკუთვნილი საშუალებები. ჩვენ ვიხილეთ წინასწარ დაგეგმილი და კარგად ორგანიზებული მასშტაბური პროცესი, რომელშიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია, ევროკავშირის ინსტიტუტები, საელჩოები, პოლიტიკური პარტიები, საქართველოს პრეზიდენტი, ენჯეოები, ადგილობრივი და საერთაშორისო მედია საშუალებები," - აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი.
განცხადება გააკეთა საზოგადოებრივი მოძრაობის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ.
"სამ უმნიშვნელოვანეს უმძიმეს მოვლენას გადაურჩა საქართველო "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში. პირველი ეს არის, რომ მათ არ გაუცვლიათ ძალაუფლება ტერიტორიების სანაცვლოდ, მეორე, გარეთა ზეწოლის მიუხედავად, "ქართულმა ოცნებამ" გადაარჩინა ქვეყანა მეორე ფრონტის გახსნას და მესამე, "ქართულმა ოცნებამ" შეძლო და გადატეხა ის ბოლო მცდელობა, ქვეყანაში მომხდარიყო რევოლუცია და გადატრიალება", - აცხადებს ნანა კაკაბაძე.