26 დეკემბერი 2024,   14:49
ვრცლად
დაემალნენ ისინი დებატებს, როგორც კი ყვირილი ჩაცხრება, ხმაური შეწყდება და იწყებენ საუბარს, ხვდებიან, რომ ევროპულ მომავალთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი აქვთ - შალვა პაპუაშვილი

"სწორედ ამიტომ დაემალნენ ისინი დებატებს, როგორც კი ყვირილი ჩაცხრება, ხმაური შეწყდება და იწყებენ საუბარს, ხვდებიან, რომ ევროპულ მომავალთან დაკავშირებით სათქმელი საერთოდ არაფერი აქვთ", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო დღეებში გამართულ პროტესტს სინამდვილეში შინაარსი არ აქვს.

"ეს იყო მხოლოდ საბაბი, როცა ვხედავთ თითქოს, ევროპასთან დაკავშირებულ ხმაურს. სინამდვილეში ამის უკან დგას ფრუსტრაცია წაგებული არჩევნების გამო. ამიტომაც არის, რომ ამ აქციებზე ვერ ვხედავთ გამომსვლელებს, მიკროფონებსა და მიმართვებს, იმიტომ, რომ სათქმელი არაფერი აქვთ. სწორედ ამიტომ დაემალნენ ისინი დებატებს, იმიტომ, რომ როგორც კი ყვირილი ჩაცხრება, ხმაური შეწყდება და იწყებენ საუბარს, ხვდებიან, რომ ევროპულ მომავალთან დაკავშირებით სათქმელი საერთოდ არაფერი აქვთ და ერთადერთი მათი სათქმელი არის ის, რომ გაწბილებული არიან, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ მიუჩინა მათ არჩევნებზე მათი ოპოზიციური ადგილი.

შესაბამისად, ეს არის მათი მთავარი სატკივარი თუ საზრუნავი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთავარი, რაც მათ სურდათ, რომ ჩაეშალათ ეს არჩევნები, მაგრამ ვხედავთ, რომ ამას რა თქმა უნდა, ვერ მიაღწიეს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები