26 დეკემბერი 2024,   14:43
ვრცლად
36 მილიარდი ევროს საგადასახადო თაღლითობის სკანდალი გერმანიაში - ოლაფ შოლცს ბუნდესტაგის საგამოძიებო კომიტეტში მესამედ იბარებენ

36 მილიარდი ევროს ოდენობის თაღლთობის სკანდალი გერმანიაში - გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მისი მისამართით არსებულ შეკითხვებს უნდა უპასუხოს ქვეყნის უდიდეს საგადასახადო თაღლითობის სკანდალში მონაწილეობასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება კიდევ ერთი გამოწვევა შეუქმნას მის რეპუტაციას საარჩევნო კამპანიის დროს. ამის შესახებ POLITICO წერს.

ოლაფ შოლცი ქვეყნის პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის წინაშე დღეს მესამეჯერ წარსდგება - როგორც ცნობილია, რამდენიმე კომპანია, ბანკი ან/და კერძო პირები ხელისუფლებისგან გადასახადების თანხის დაბრუნებას არასწორად, ან რამდენჯერმე მოითხოვდნენ.

"ჩვენ ვაგრძელებთ ძიებას, რათა გავარკვიოთ, იკვეთება თუ არა ბრალდებაში რაიმე პოლიტიკური გავლენა", - აცხადებს საგამოძიებო კომიტეტის წევრი პარტია "მწვანეებიდან", ფარიდ მიულლერი.

როგორც გამოცემა წერს, ოლაფ შოლცმა პოლიტიკური გადარჩენისთვის ბრძოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი სამპარტიული კოალიცია, გასულ თვეში, დაიშალა, როდესაც მან ფინანსთა მინისტრი კრისტიანა ლინდნერი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტია ამ დროისთვის მესამე ადგილს იკავებს - არჩევნები კი თებერვალშია ჩანიშნული.

საკითხი, რომლის ირგვლივაც შოლცი დაიკითხება, ეხება მის საქმიანობას ერთ-ერთ ბანკთან, რომელიც თაღლითობის საქმეში არის გარეული - ყოფილი HSH Nordbank, რომელმაც 2014 წელს საგადასახადო ორგანოებს 126 მილიონი ევრო გადაუხადა მას შემდეგ, რაც იურიდიულმა კომპანიამ ბანკის 2008-2011 წლების გარიგებების შემოწმება ჩაატარა.

მსგავს გარიგებებში ინვესტორები საგადასახადო ორგანოებს ატყუებენ, აქციებით ვაჭრობით ექსდივიდენდის თარიღზე, რათა მიიღონ მრავალჯერადი დაბრუნება კაპიტალის მოგების გადასახადებზე, რომლებიც ადრე არ გადაიხადეს ან გადაიხადეს მხოლოდ ერთხელ.

მიუხედავად იმისა, რომ თაღლითობაში თავად შოლცს არ ადანაშაულებენ, კითხვა - იყო თუ არა საჯარო ყველა შესაბამისი ტრანზაქცია იმდროინდელ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ HSH Nordbank-ში ღიად რჩება.

გამოძიება ადგენს იცოდა თუ არა შოლცმა, რომელიც იმ დროს ქალაქ ჰამბურგის მერი იყო და შესაბამისად, პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირი, ამ გარიგებების შესახებ და საკმარისი გააკეთა თუ არა ბრალდებების გასაქარწყლებლად.

გერმანიის მთავრობის წარმომადგენელს ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

წყარო: POLITICO

დღის ამბები