26 დეკემბერი 2024,   14:43
ვრცლად
თავდასხმა კოალიცია "ცვლილებებისთვის" ოფისთან - დაშავებულია ოპოზიციონერი კობა ხაბაზი

კოალიცია "ცვლილებებისთვის" ოფისთან თავდასხმა მოხდა. დაუდგენელი პირები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ორ ადამიანს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

დაუდგენელი პირები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კობა ხაბაზს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა პირის ცემის ფაქტზე, რომელიც დღეს მოხდა, უწყება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტებს შორის არის ოპოზიციონერ კობა ხაბაზზე თავდასხმის ფაქტიც.

 

დღის ამბები