ტელეკომპანია "რუსთავი 2" კატეგორიულად გმობს და ემიჯნება ძალადობას, სრულ სოლიდარობას უცხადებს "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს, ასევე მედიის ყველა წარმომადგენელს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.
ჩვენთვის მიუღებელი და დაუშვებელია ძალადობა. მოვითხოვთ, ჩვენს კოლეგებზე თავმდამსხმელების დასჯას.