08 ოქტომბერი 2024,   21:16
ვრცლად
მიწისძვრა პაკისტანსა და ავღანეთში - დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი

ძლიერ მიწისძვრას პაკისტანსა და ავღანეთში 100–ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბიძგების სიმძლავრე 7 მთელ 5 მეათედ მაგნიტუდას აღწევდა.

სტიქიის ეპიცენტრი პაკისტანში, ფაიზაბადის რეგიონიდან 75 კილომეტრის დაშორებით მთიან ზონაში იყო. მიწისძვრას ნგრევა და მეწყერი მოჰყვა.

სტიქიამ მოსახლეობაში პანიკაც გამოიწვია. ავღანეთის ქალაქ ტახარის ერთ–ერთ სკოლაში მოსწავლეები შენობის დატოვებას ცდილობდნენ, თუმცა კიბეზე ისინი ჭყლეტაში მოყვნენ და 12 მათგანი დაიღუპა.

ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ქაბულშიც და ისლამაბადშიც. ორივე ქალაქში შენობებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. სტიქიის გამო ზოგიერთ რაიონთან სატელეფონო კავშირი შეწყდა.

 

დღის ამბები