20 იანვრიდან ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შეიცვლება ყველაფერი მსოფლიოში, მნიშვნელოვნად დამშვიდდება მათ შორის ჩვენი რეგიონი და ჩვენ ველოდებით აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციას. ეს დადებითად უნდა აისახოს რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაზეც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ამ მომენტს სალომე ზურაბიშვილი ვეღარ მოუსწრებს, რადგან მას 29 დეკემბერს უკვე ეწურება უფლებამოსილების ვადა.
"20 იანვრიდან ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შეიცვლება ყველაფერი მსოფლიოში, მნიშვნელოვნად დამშვიდდება მათ შორის ჩვენი რეგიონი და ჩვენ ველოდებით აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციას. ეს დადებითად უნდა აისახოს რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაზეც, შესაბამისად, ქართული საზოგადოება მთლიანად დიდი ოპტიმიზმით ელოდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. ამ მომენტს სალომე ზურაბიშვილი ვეღარ მოუსწრებს, მას 29 დეკემბერს უკვე ეწურება უფლებამოსილების ვადა, შესაბამისად, მისთვის აქტუალური საერთოდ არ არის აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია. ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად და ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდება აშშ-ში, ვფიქრობ, რომ ასევე ამაზე მეტყველებს“, - განაცხადა პრემიერმა.