უკვე რამდენიმე საათია რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები აღარ იმყოფებიან, გახსნილია გზა ტრანსპორტისთვისაც. ტერიტორია დაასუფთავეს "თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენლებმა.
სავალი ნაწილის მოწესრიგებასთან ერთად, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ნაძვის ხის კონსტრუქციიდან ჩამოხსნეს დემონსტრაციებისას დაშავებული და ნაცემის ადამიანების ფოტოები და საპროტესტო პლაკატებიც, რომლებიც მანამდე აქციის მონაწილეებმა დაკიდეს.
ღამის სამი საათისთვის მოხდა თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან სპეცტექნიკის, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანების გაყვანა. ამავე პერიოდში დატოვეს რუსთაველის გამზირი სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმაც.