26 დეკემბერი 2024,   14:49
ვრცლად
"ხელისუფლების ერთადერთი მიზანი არის, როგორმე შეამცირონ და მოკლან საპროტესტო მუხტი - ეს არ მოხდება არცერთი აკრძალვის შემთხვევაში" - გრიგოლ გეგელია

საპროტესტო მუხტის შემცირებისთვის გათვლილი ინიციატივა - ასე აფასებს ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის წინადადებას, რომლის მიხედვითაც შეკრების მონაწილეებს აეკრძალებათ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა.

ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ "ქართული ოცნება" სასურველ შედეგს ვერ მიიღებს.

"ამ ხელისუფლების ერთადერთი მიზანი არის, როგორმე შეამცირონ და მოკლან საპროტესტო მუხტი - ეს არ მოხდება არცერთი აკრძალვის შემთხვევაში. შესაბამისად, ეს არის კრახისთვის განწირული მორიგი სისულელე. აქ ადამიანები არიან უკვე მე-11 დღეა იმისათვის, რომ საკუთარი სამშობლო დაიცვან, ნიღბით იქნებიან თუ ნიღბის გარეშე, ერთი დღე არ მკეთებია ნიღაბი, მაგრამ ერთი დღე არ ჩამიგდია,"- აცხადებს ”ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” გრიგოლ გეგელია.

ახალი კანონის მიღება თვის ბოლოსთვის იგეგმება.

დღის ამბები