26 დეკემბერი 2024,   14:43
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - საჰაერო განგაში ღამით რამდენიმე ოლქში 2-ჯერ ჩაირთო

უკრაინაში ინტენსიური ომი გრძელდება. საჰაერო განგაში ღამით რამდენიმე ოლქში სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან "შაჰედის" ტიპის დრონების გამო 2-ჯერ ჩაირთო.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ჯარებმა ნაღმმტყორცნებითა და არტილერიით 35-ჯერ დაბომბეს სუმის ოლქის 7 რეგიონი, შედეგად დაზიანდა საცხოვრებელო კორპუსი, დაფიქსირდა 60-მდე აფეთქება.

"დიფ სთეითის" რუკაზე დაყრდნობით, უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსული ძალები დონეცკის ოლქში, ტრუდოვეში, კურახოვესა და კიდევ 3 დასახლებულ პუნქტთან დაწინაურდნენ.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის თქმით, უკრაინა "ალბათ უნდა მოემზადოს" მათგან ნაკლები დახმარების მიღებისთვის. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა "ენ-ბი-სი ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტმა რესპონდენტს შეახსენა დადებული პირობა გაპრეზიდენტების შემთხვევაში რუსეთსა და უკრაინაში შორის ომის 24 საათში დასრულების შესახებ, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ "ამას ცდილობს."

დღის ამბები