26 დეკემბერი 2024,   14:50
ვრცლად
ცოტნე ანანიძე - 7 ნოემბრის მჯდომარე აქციის დარბევის შემდეგ, ხელისუფლება გამოვიდა და მოსახლეობას ეუბნებოდა "სულს ამოგხდითო". დღეს, პრემიერი გამოდის და გმობს ძალადობას- პარალელების გავლება შეუძლებელია და ნუ ცდილობთ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ცოტნე ანანიძე 7 ნოემბრის და მიმდინარე აქციების დაპარალელების მცდელობას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მათ შორის პარალელის გავლება შეუძლებელია.

მისი თქმით, 7 ნოემბერს, მართლაც მშვიდობიანი აქციის დაშლის შემდეგ ხელისუფლება ხალხს ემუქრებოდა, ხოლო დღეს, ქვეყნის პრემიერი ირაკლი კობახიძე გმობს ძალადობას და პოლიტიკურ განაცხადს აკეთებს, რომ ყველაფერს იღონებს ხელისუფლება ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად.


"7 ნოემბრის, არა დაშლის, არამედ მშვიდობიანი, მჯდომარე აქციის დარბევის შემდეგ, ხელისუფლება გამოვიდა და მოსახლეობას ეუბნებოდა "სულს ამოგხდითო". დღეს, პრემიერი გამოდის, გმობს ძალადობას და აკეთებს პოლიტიკურ განაცხადს, რომ ყველაფერს იღონებს ხელისუფლება, ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით. პარალელების გავლება შეუძლებელია და ნუ ცდილობთ!", - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ "იმედის კვირაში".

დღის ამბები