26 დეკემბერი 2024,   14:17
ვრცლად
საქალაქო სასამართლომ, საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ორ პირს ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა სასამართლო სხდომები გრძელდება - დილიდან განახლდა პროცესი. დღეს გადაწყვეტილება ორ ადმინისტრაციულ საქმეზე გამოცხადდა, ორივე ბრალდებულს ჯარიმა დაეკისრა.

დაკავებულები აყვანის მომენტსა და მის შემდეგ, ცემაზე მიუთითებენ. ისინი აცხადებენ, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები არ ჩაუდენიათ.

ამ დროისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა რაოდენობა 400-ს აჭარბებს, 40-ზე მეტს ედავებიან სისხლის სამართლის დანაშაულს.

დღის ამბები