რუსეთის "ეფ-ეს-ბე"-ს ცნობით, თაღლითური ქოლცენტრები დახურეს, რომლებიც, მათივე მტკიცებით, დავით კეზერაშვილის ინტერესებით მოქმედებდნენ.
სააგენტო "ტასი" ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელი Milton Group-ის დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის ინტერესებით მუშაობდა და 50-ზე მეტ ქვეყანაში, დაახლოებით, 100 000 ადამიანი დააზარალა.
რუსეთის უწყების ცნობით, რუსეთში მოქმედი ე.წ. ქოლცენტრებს ხელმძღვანელობდნენ ისრაელისა და უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც დააკავეს, ასევე - ისრაელისა და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იძებნებიან.
"ეფ-ეს-ბე" აცხადებს, რომ საქმის ფარგლებში, რუსული ქოლცენტრის ოფისების 11 ხელმძღვანელი და თანამშრომელი დააკავეს.