12 დეკემბერი 2024,   14:15
ვრცლად
"საუბარი იყო მნიშვნელოვან საკითხებზე, იყო შეთანხმება, რომ იქნება შემდგომი კომუნიკაცია შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით" - ლევან მახაშვილი ივანიშვილისა და მაკრონის სატელეფონო ზარზე

ბიძინა ივანიშვილთან ემანუელ მაკრონის სატელეფონო ზარი პოლიტიკური შეფასებების მთავარ თემად რჩება - სატელეფონო საუბარს დადებითად აფასებენ მმართველ გუნდში.

"საუბარი იყო მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც შეიძლება მათ აღელვებდეთ ან ჩვენ და იყო შეთანხმება, რომ იქნება შემდგომი კომუნიკაცია შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ეს მისასალმებელია, მსგავსი ტიპის კომუნიკაციები და ზარები ჩვენთვისაც და მათთვისაც არის ალბათ ნიშანი იმისა, რომ ყველა მხარე არის განწყობილი იმისათვის, რომ ურთიერთობები დაუბრუნდეს ჯანსაღ რელსებს და თუ არის რაიმე წინააღმდეგობა, ან ხელოვნური წინაღობა ამ ურთიერთობებში, ეს წინაღობები მაქსიმალურად აღმოვფხვრათ“, - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა და ის ერთ საათს გაგრძელდა. მაკრონმა წუხილი გამოთქვა საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და მის სრულად განმუხტვაში საკუთარი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. საფრანგეთის პრეზიდენტმა მოწოდებაც გააკეთა გათავისუფლდნენ დაკავებულები, ასევე შედგეს ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ ჯგუფსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

ავტორი: იზი ბურნაძე.

დღის ამბები