12 დეკემბერი 2024,   14:45
ვრცლად
გიორგი ოკმელაშვილის საქმის განხილვა გადაიდო - სხდომა 10 იანვარს ჩაინიშნა

გიორგი ოკმელაშვილის საქმის განხილვა გადაიდო. მომდევნო სხდომა 10 იანვარს დაინიშნა. მას ბრალდება პოლიციელზე თავდასხმას და "მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვას" ედავება.

საქმის არსებითი განხილვა 16 ივლისს დაიწყო. თავდაპირველად, სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელი დააკავეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით - კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა რომ გიორგი ოკმელაშვილმა 13 მაისს მიმდინარე აქციის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საპოლიციო უწყების თანამშრომლებს.

მოგვიანებით, საქმეში ნარკოტიკიც გაჩნდა - კომპანიასა და სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, 41 წლის გიორგი ოკმელაშვილს გამოძიებამ ბრალი დაუმძიმა. პოლიციელზე თავდასხმის გარდა, მას "მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვას" ედავებიან. დღევანდელი სასამართლო სხდომის პარალელურად, სასამართლოში დაკავებულის მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

დღის ამბები