08 ოქტომბერი 2024,   20:48
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა ავღანეთსა და პაკისტანში - დაღუპულთა რაოდენობა 300-ს აღწევს

ბოლო მონაცემებით ავღანეთსა და პაკისტანში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 300-ს აღწევს. დაშავებულია 2 ათასამდე ადამიანი.

სამაშველო ჯგუფები მაღალმთიან რეგიონებში უკვე გაგზავნეს, სადაც ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ უცნობია. პროცესში სამხედრო ავიაციაც ჩაერთო.

პაკისტანში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრისგან დაზარალებულთათვის კარვებია მოწყობილი. ძლიერმა მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილშიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები