08 ოქტომბერი 2024,   20:52
ვრცლად
8 ადამიანი ემსხვერპლა იორდანიაში ფეიერვეკით დატვირთული სატვირთოს აფეთქებას

აფეთებას იორდანიაში 8 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ამანში მოხდა.

ფეიერვერკის მასალით სავსე კონტეინერები, რომლებიც სატვირთო მანქანებს გადაჰქონდა, იორდანიის საბაჟო დეპარტამენტის ეზოში აფეთქდა. აფეთქების შემდეგ მანქანებს ხანძარი გაუჩნდა. მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას რამდენიმე საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ.

ინციდენტის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. ქვეყნის პრემიერმა მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებს გამოძიების დაწყება დაავალა. იორდანიაში ფეიერვერკის მასალის იმპორტი იკრძალება.

დღის ამბები