08 ოქტომბერი 2024,   20:46
ვრცლად
ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშაულებს

ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშაულებს.

გამთენიისას ამერიკული სამხედრო გემი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შევიდა და ჩინეთის კუნძულებს რამდენიმე კილომეტრით მიუახლოვდა.

ხომალდი აღნიშნულ ზონაში რამდენიმე საათი დარჩა. ეს ინფორმაცია პენტაგონმა დაადასტურა.

შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების განცხადებით, გემი ზღვაში პატრულირების მიზნით შევიდა და მას საერთაშორისო ნორმები არ დაურღვევია. ვაშინგტონს არაერთხელ გამოუთქვამს პროტესტი იმის გამო, რომ ჩინეთი ზღვაში ხელოვნურ კუნძულებს ქმნის და ამით ცდილობს 12 მილიან ზონაში საკუთარი სუვერენიტეტი გააფართოვოს.

დღის ამბები