08 ოქტომბერი 2024,   20:51
ვრცლად
გადამუშავებული ხორცპროდუქტების ხშირმა მიღებამ შესაძლოა სიმსივნე გამოიწვიოს - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად გადამუშავებული ხორცპროდუქტების ხშირმა მიღებამ შესაძლოა სიმსივნე გამოიწვიოს. საუბარია ლორზე, სოსისებსა და ძეხვეულზე.

სპეციალისტების შეფასებით, დღეში 50 გრამი ხორცის მიღება საშიში დაავადების გამოწვევის რისკს 18 პროცენტით ზრდის. ჯანდაცვის მსფოლიო ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ე.წ. წითელი ხორცი, რომელსაც ძროხის, ღორისა და ცხვრის ხორცპროდუქტები განეკუთვნება, შესაძლოა კანცეროგენულიც იყოს, თუმცა ამის დამადასტურებელი მონაცემები ჯერ არ არსებობს.

ანგარიშის გამოქვეყნებას გამოეხმაურა კიბოს კვლევაზე მომუშავე ბრიტანული ორგანიზაცია, რომელიც საზოგადოებას ურჩევს სრულად არ თქვან უარი ხორცპროდუქტების მიღებაზე და მხოლოდ მისი დოზა შეამცირონ.

დღის ამბები