მსოფლიო მოდის ცნობილი ბრენდის, Mango-ს დამფუძნებელი, ისაკ ანდიკი ბარსელონასთან მდებარე მღვიმეების დალაშქვრისას გარდაიცვალა. 71 წლის ანდიკი 150-მეტრიან ხრამში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა.
ესპანეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ანდიკის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვეს.
ანდიკმა Mango 1984 წელს, თავის ძმასთან ერთად დააარსა. ბრენდი დღეს 120 ქვეყანაში, 3000 მაღაზიითაა წარმოდგენილი. Forbes-ის ცნობით, ანდიკის ქონება 4,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
წყარო: BBC