BBC საქართველოში პრეზიდენტის არჩევნებს ეხმიანება. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, საარჩევნო კოლეგიამ მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად პირველსავე ტურში აირჩია. მას ხმა 224-მა დეპუტატმა მისცა.
53 წლის წლის ყოფილი ფეხბურთელი პარტია "ხალხის ძალის" წევრია. მისი კანდიდატურა წარდგენილი იყო პარტია "ქართული ოცნების" მიერ.
ახალი პრეზიდენტის არჩევის პარალელურად, საქართველოს პარლამენტის წინ დემონსტრანტები შეიკრიბნენ - ამბობს BBC-ის ჟურნალისტი.