მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა მიულოცა. ყაველაშვილმა პირველი მიწვევა, პრეზიდენტის რანგში, ასევე სერბეთისგან მიიღო.
"გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. გისურვებთ, წარმატებით და გონივრულად შეასრულოთ თქვენ წინაშე მდგარი საპატიო და საპასუხისმგებლო მოვალეობები. დარწმუნებული ვარ, თქვენი დაუღალავი ძალისხმევით საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის გაამართლებთ გამოცხადებულ ნდობას", - აღნიშნულია სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის მილოცვაში.
ვუჩიჩის თქმით, იმედოვნებს, რომ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობა ახალ შესაძლებლობებს შექმნის სერბეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
"გიწვევთ მეგობრულ სერბეთში ვიზიტით, რაც დამატებით იმპულსს მისცემს ჩვენი ყოვლისმომცველი ურთიერთობების გაძლიერებას", – აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.