ავსტრალიაში, ახალ უელსში ავტომობილი ველოსიპედისტების ჯგუფს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი მძიმედ დაშავდა, მათ შორის, ერთი ავტომობილის მძღოლია. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი 40 წლის ქალია, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
მედიის ცნობით, მასშტაბური ავარიის ადგილას დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია იყო მობილიზებული, დაშავებულების სიმძიმიდან გამომდინარე, ადგილზე ორი სასწრაფო - სამაშველო ჯგუფის ვერტმფრენიც იყო გამოძახებული.
პოლიციის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ავტომობილი და ველოსიპედისტები ერთმანეთს შეეჯახნენ, ავტომობილმა მოძრაობა განაგრძო და, დიდი სიჩქარით, ხეს დაეჯახა.