დიდთოვლობამ საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე პრობლემები შექმნა, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები უკვე მოიხსნა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.