ბელგრადში სერბეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან ასობით სტუდენტის მიერ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციას მიხაილ როთი ეხმაურება.
"არის იმედი სერბეთისთვისაც. ათიათასობით სტუდენტი ებრძვის ვუჩიჩის ავტოკრატიას და იცავს ევროპულ ღირებულებებს. ჩემი სრული სოლიდარობა თავისუფლებისა და დემოკრატიის ერთგულ ყველა სერბს", - წერს როთი სოციალურ ქსელ X- ზე.